ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გვარამია: “მე გამომიყენეს ერთგვარ ხიდად, რომ მისულიყვნენ არასამთავრობო სექტორამდე”

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს გამოეხმაურა, და “არჩევანის” ეთერში განაცხადა, რომ კობახიძის გამოსვლამ აჩვენა „სრული დეგრადაცია სახელმწიფო ინსტიტუციების“.

მისი თქმით, ხელისუფლებამ ის გამოიყენა ერთგვარ ხიდად, რათა მისულიყვნენ არასამთავრობო სექტორამდე.

„ამოცანა, რა თქმა უნდა, არ იყო ნიკა გვარამიას შეფასება, სტატუსის და ა.შ. რა თქმა უნდა, ეს სტატუსი არანაირად ფაშისტური არ არის და მე მიმაჩნია და აბსოლუტურად, ღრმად დარწმუნებული ვარ, რომ სალომე ზურაბიშვილი ამ ქვეყნის მოღალატეა. მისი პრეზიდენტობა და მთავარსარდლობა, უბრალოდ, არ შეიძლება და ის ვერც გახდება მთავარსარდალი და პრეზიდენტი, ამაშია მთელი პრობლემა. განცხადების მიზანი იყო არასამთავრობო სექტორი, თავისთავად ცხადია. მე გამომიყენეს ერთგვარ ხიდად, რომ მისულიყვნენ არასამთავრობო სექტორამდე. მთავარი პრობლემა ახლა ხელისუფლების არის რუსთავი2 იმიტომ, რომ ის ახდენს ინფორმაციის გაშუქებას და მიწოდებას ადამიანებთან და არასამთავრობო სექტორი. მთავარი შიშის ფაქტორი უკავშირდება არასამთავრობო სექტორს,“ – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

გვარამიას თქმით, ხელისუფლება ცდილობს, რომ მესამე სექტორის გავლენები ქვეყანაში შეასუსტოს. ნიკა გვარამია ამბობს, რომ ხელისუფლებას არჩევნების შემდგომი შეფასებების ეშინია, რადგან გაყალბებას გეგმავენ და ამისთვის წინაღობას მესამე სექტორი წარმოადგენს.

იტვირთბა....