ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ნიკა გვარამიას ბევრი აკლია გებელსამდე, მაგრამ ნაცპროპაგანდის სტილით მუშაობს”

უმრავლესობის წევრმა  არჩილ თალაკვაძემ “არჩევანის” ეთერში განაცხადა, რომ ნიკა გვარამიას ფაშისტური სტილი აქვს და ის არის პარტიული ლიდერი.

ეს ადამიანი რეალურად არის ოპოზიციური პარტიის წევრი, ერთ-ერთი ლიდერი და პარტიული ტელევიზიის ხელმძღვანელი და ეს ადამიანი პირდაპირ, პირადი განცხადებით აანონსებს საზოგადოების წვერების შევიწროებისკენ, მათი დევნისკენ. ეს სტილი გარიყვაა ადამიანების, დევნაა და ეს სიტყვები ყველას გვეცნობა, ეს არის სწორედ ის და იმ შეფასებას იმსახურებს, რომელიც გააკეთა ირაკლი კობახიძემ. ამ ტერმინებს ფაშიზმთან ძალიან ბევრი რამე აკავშირებს. მართალია, ნიკა გვარამიას შესამჩნევად ბევრი აკლია გებელსამდე, მაგრამ გავიხსენოთ, ნაცპროპაგანდის სტილი რა იყო. ეს იყო სტილი, როდესაც ერთხელ ნათქვამი ტყუილია, მაგრამ თუ ამ ტყუილს ათასჯერ გავიმეორებთ, ის აღარ არის ტყუილი,“ -განაცხადა არჩილ თალაკვაძემ და აღნიშნა, რომ სწორედ ამ სტილით მუშაობს ნიკა გვარამია”- განაცხადა თალაკვაძემ.

იტვირთბა....