“შარშანწინ ყველა ნავთობკომპანია ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა დააჯარიმა 150 მლნ ლარით. მერე უცებ, ჩუმად, სასამართლოში ეს საქმე მიიჩქმალა. ჩამოაწერეს ნავთობკომპანიებს ეს ჯარიმა, ანტიმონოპოლიურ სამსახურს დღემდე ახალი გადაწყვეტილება ადმინისტრაციული სამართალწარმოების ამ საკითზე არ მიუღია” – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა “რეაქციაში” განაცხადა.
მისი თქმით, გრძელდება “შავი სალაროს” შევსება:
“ფული გაქრა, აორთქლდა, რომელიც უნდა ამოღებულიყო ბიუჯეტში. ფული, რომელიც კარტელური შეთანხმების შედეგად ჩვენი ჯიბეებიდან ამოაქვთ ამ ნავთობკომპანიებს ფასნამატის გამო.
ხელისუფლების უკან გაცილებით დიდი მასშტაბით გრძელდება შავი საქმეების, შავი სალაროს შევსება, მოგვარება და ამაში ჩართულები არიან სახლემწიფო სტრუქტურების ოფიციალური და არაოფიციალური წარმომადგენლებიც”- განაცხადა ოქრუაშვილმა.