“სალომე ზურაბიშვილი ეს არის ლავროვის თანაშემწე. თუ ის გახდება ამ ქვეყნის პრეზიდენტი, გაცილებით მისაღები იქნება რუსეთისთვის”, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.
როგორც ის ამბობს, ამ ქვეყანაში ყველაფერი წყდება ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმებით და ის არის პასუხისმგებელი ყველაფერზე.
ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობა ქვეყნისთვის არის საფრთხე.