ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ოქრუაშვილი: ომი დაიწყო რუსეთმა, გაცილებით ადრე, ვიდრე ეს 2008 წლის აგვისტოში მოხდა

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა ტელეკომპანია “პირველის” გადაცემა “არჩევანში” განაცხადა, რომ ომი დაიწყო რუსეთმა. ამით ის გამოეხმაურა გორის მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის განცხადებას, რომელიც მან მოსალხოებასთან შეხვედრისას გააკეთა: “ჩვენ რომ აქედან დაბომბვა დავიწყეთ, იმათაც რომ გამოესროლად, რა გვეშველებოდა” – თქვა მან.

ომი დაიწყო რუსეთმა, გაცილებით ადრე, ვიდრეს ეს 2008 წლის აგვისტოში მოხდა. ეს ომი დაიწყო მაშინ, როდესაც შეიქმნა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი და ამის ინიციატორი იყო სტალინი. ცხინვალს სახელით კი გადაარქვა და იმ პერიოდში ეწოდებოდა სტალინირი, აბსოლუტურად ხელოვნურ ადგილას, რომელიც იყო დასახლებული ქართველებით, შექმნეს ნაღმი, რომელიც იყო გამიზნული ჩვენი სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ. ამ ნაღმის მოქმედება დღესაც გრძელდება და მისი ერთ-ერთი მონაწილეები არიან კოლექტიური თავზარაშვილები, რომლებიც ამტკიცებენ იმას, რომ ჩვენ ვართ ყველაფერში დამნაშავეები”  – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

თუმცა ოქრუაშვილი ამბობს, რომ თავზარაშვილის უკან დგას ხელისუფლება, რომელსაც იგივე მოსაზრება აქვს და ამ იდეოლოგიით უმაგრებს მას ზურგს.

იტვირთბა....