2019 წლის პირველი იანვრიდან 1 და 2-თეთრიან მონეტებს მიმოქცევიდან ამოიღებენ.
ეროვნულმა ბანკმა იანვრიდან ასამოქმედებელი თანხის დამრგვალების მეთოდი დაამტკიცა. დოკუმენტს ხელი ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ მოაწერა.
დადგენილების მიხედვით, 1 და 2 თეთრზე დამთავრებული გადასახდელი თანხა ნაკლებობით 0-მდე; 3 და 4 თეთრზე დამთავრებული გადასახდელი თანხა დამრგვალდებამეტობით 5-მდე; 6 და 7 თეთრზე დამთავრებული გადასახდელი თანხა დამრგვალდება ნაკლებობით 5-მდე; 8 და 9 თეთრზე დამთავრებული გადასახდელი თანხა დამრგვალდება 10-მდე.
„საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ყველა მეწარმე სუბიექტი ვალდებულია ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას იხელმძღვანელოს თანხის დამრგვალების მეთოდით, ხოლო უნაღდო ანგარიშსწორება განახორციელოს უცვლელად, ერთი თეთრის სიზუსტით“, – აღნიშნულია დადგენილებაში, რომელიც პირველი იანვრიდან ამოქმედდება.
შეგახსენებთ, კანონპროექტის მიღების მიზეზია რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი. პირველ რიგში, მაღალი 1 და 2 თეთრი ნომინალის მონეტების დამზადებაზე გასაწევი ხარჯი.

