უკრაინაში, ჩერნიგოვსკის ოლქში, კიევიდან 160 კილომეტრში სამხედრო საწყობი აფეთქდა, სადაც 88 ათასი ტონა სამხედრო დანიშნულების საბრძოლო მასალა ინახება. ამის შესახებ უკრაინის და რუსეთის საინფორმაციო საშუალებები იუწყებიან.
უკრაინის თავდაცვის უწყება ჯერეჯერობით დეტალურ ინფორმაციას ვერ ავრცელებს, რადგან შემთხვევის ადგილზე ამ წუთებშიც მიმდინარეობს მოკვლევა. ირკვევა, რომ რიგ ადგილებში, რომელიც ასობით ჰექტარს მოიცავს, აფეთქებების ხმა ახლაც ისმის. თავდაცვის უწყება არც გარდაცვლილებზე საუბრობს. თუმცა, ირკვევა, რომ სამხედრო საწყობის ირგვლი მაცხოვრებლების ევაკუაცია უკვე დაწყებულია. ამ ეტაპზე 20 ათასი ადამიანის ევაკუაცია მიმდინარეობს. ამასთან, მიმდებარე ტერიტორიაზე შეწყვეტილია სარკინიგზო და საგაერო მოძრაობა.
სოციალურ ქსელში ინფორმაცია ვრცელდება, რომ აფეთქების ხმა ისმის შემთხვევის ადგილიდან 40 კილომეტრ მანძილზეც. ადგილზე მუშაობენ ოპერატიული სამსახურები.