საპრეზიდენტო კანდიდატი დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ ჰოლოკოსტისა და ფაშიზმის ხსენება დაუშვებელია და ეს ზოგადსაკაცობრიო სტანდარტის დარღვევაა.
“არჩევნების მოახლოებასთან ერთად “ოცნება” და “ნაც. მოძრაობა” უფრო და უფრო ეფლობიან ერთმანეთთან ბრძოლაში, რაც ქვეყნისა და საზოგადოების ხარჯზე ხდება. ამ პროცესში წითელი ზღვარი გადალახულია და საჭიროა შეჩერება. “ნაც. მოძრაობის” მხრიდან “ოცნების” მხარდამჭერებზე მუქარის ტონი დაუშვებელია. ეს უგუნურებაა და უნდა შეწყდეს.
თუმცა, “ოცნების” მხრიდან იმ ტერმინების შემოტანა საარჩევნო პროცესში, როგორიცაა ფაშიზმი და ჰოლოკოსტი, ეს არის ზოგადსაკაცობრიო სტანდარტის უხეში დარღვევა. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ვინც ფაშიზმსა და ჰოლოკოსტზე საუბრობს, წარმოდგენა არ აქვთ ამის მნიშვნელობაზე. მათ არ იციან ამით რამხელა საფრთხე ემუქრება ქვეყანას. მე მინდა მივმართო თუ ვინმეს გონიერება შერჩენია მმართველ გუნდში – დროზე შეჩერდით”, – განაცხადა უსუფაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.
პრეზიდენტობის კანდიდატის, დავით უსუფაშვილის ბრიფინგი.თემა: საარჩევნო გარემოში შექმნილი საგანგაშო ვითარება.
Gepostet von David Usupashvili Official am Montag, 8. Oktober 2018
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ “რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებას ფაშისტური უწოდა.
ნიკა გვარამიამ მოუწოდა საზოგადოებას, პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერები მაქსიმალურად შეავიწროვონ.