ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ექიმი, რომელმაც სალომე ზურაბიშვილს 20 000 ლარი შესწირა, ამბობს, რომ მას ხმას არ აძლევს

ჩაჩავას კლინიკის გინეკოლოგიური სექტორის ხელმძღვანელი, ნიკოლოზ კინტრაია, რომელმაც პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილმს ათასობით ლარი შესწირა, აცხადებს, რომ მისთვის ხმის მიცემას არ აპირებს.

ბოლო ორი დღის განმავლობაში ძალიან ბევრი მეგობარი და ჩემთვის ძვირფასი ადამიანი დამიკავშირდა, ისინი ვისაც ჩემზე გული შეტკივა და მაფასებს .მათ შორის ისეთებიც ძალიან დიდი ხანი რომ არ მინახავს. მათ მიერ დასმული კთხვები გავაერთიანე და მინდა ყველას ერთად გავცე პასუხი
1. პრეზიდენტის არჩევნებზე ვაპირებ მისვლას?–ვაპირებ
2. ხმას სალომე ზურაბიშვილს ვაძლევ?– არა
3. ვის მივცემ ხმას?-დაველოდები საარჩევნო კომპანიის დამთავრებას და მერე გადავწყვეტ. ჯერ დრო ბევრია
4. ამას გულწრფელად ვამბობ?-დიახ

კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, ამ სტატუსს ჩემი მეგობრებისთვის ვწერ. გამგები გაიგებს. ვინც ვერ გაიგებს კიდე, ყველას შეგეწიოთ უფალი”- წერს “ფეისბუკზე” იქიმი.

ნიკოლოზ კინტრაიამ სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანია 20 ათასი ლარით დააფინანსა.

იტვირთბა....