ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ბოკერია – კობახიძის განცხადება ფაშიზმის მსხვერპლთა შეურაცხყოფაა

ეს არის დიდი შეურაცხყოფა იმ ადამიანების ხსოვნის, ვინც ფაშიზმს, ამ დიდ უბედურებას შეეწირა, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრმა გიგა ბოკერიამ ირაკლი კობახიძის ნათქვამის კომენტირებისას განაცხადა.

როგორც ბოკერიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, სიტყვის თავისუფლების ფარგლებშიც კი ასეთი ეპითეტების გამოყენება მიუღებელია.

“ეს არის დიდი შეურაცხყოფა იმ ადამიანების ხსოვნის, ვინც ფაშიზმს, ამ დიდ უბედურებას შეეწირა. მანამდე კობახიძემ რიტორიკულად ჰოლოკოსტი დაგვაბრალა, რაც დიდი შეურაცხყოფაა კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი ტრაგედიის. მას არ ესმის, რომ ამით ტკივილს ჩვენ კი არ გვაყენებს, ამ ადამიანების ხსოვნას ამაიმუნებს და აბაიბურებს. სიტყვის თავისუფლების ფარგლებშიც კი ასეთი ეპითეტების გამოყენება მიუღებელია.

კრიტიკულ ვითარებაში არიან, რადგან ისეთი საპრეზიდენტო კანდიდატი ჰყავთ, რომელიც არჩევნებს აგებს. ამიტომ, სახეს და საქციელს კარგავენ და ყველანაირი სტანდარტიდან ამომხტარები არიან, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ქვეყნის მართვისთვის მზად არ არიან”, – განაცხადა ბოკერიამ.

იტვირთბა....