ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მომდევნო სამი დღის ამინდის პროგნოზი ცნობილია

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 8 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი. ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა +24, +29 გრადუსამდე მოიმატებს.

9-11 ოქტომბერს მცირე წვიმა შესაძლოა აღინიშნოს მხოლოდ ქვეყნის ცალკეულ რაიონში. ჰაერის ტემპრატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +22, +27 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

ქ. თბილისში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +23, +25 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

იტვირთბა....