ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სოციალური ქსელი

ვასმედია – ვასიკო ოდიშვილი განახლებული დეკორაციით დაგიბრუნდებათ

გადაცემა “ვასმედია” სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ “ვასმედია” 14 ოქტომბრიდან ჩვეულ რეჟიმშ გააგრძელებს მაუწყებლობას.

“ძვირფასო ვასმედიას მაყურებლებო, ვასიკო ოდიშვილი განახლებული დეკორაციით დაგიბრუნდებათ კვირას, 14 ოქტომბერს ჩვეულ დროსა და ჩვეულ ადგილას. დიდი მადლობა რომ გვიყურებთ! არაკეთილმოსურნეებს, გთხოვთ, გაარგრძელოთ ნერვიულობა 🙂
#აქიმედია
#ვასმედია”, – წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ “ლიბერალის” იინფორმაციით, ვასიკო ოდიშვილის სატირულ-იუმორისტული შოუ „ვასმედია”, რომელიც ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ყოველ კვირა დღეს  გადიოდა, პარლამენტის თავმჯდომარეზე ხუმრობის გამო დაიხურა.

როგორც “ლიბერალს” გადაცემის პროდუსერმა გვანცა გორდეზიანმა განუცხადა, გადაცემა ეთერში ფორმატშ ცვლილებების გამო არ გავიდა.

ოდიშვილის გადაცემაზე კითხვა დღე ირაკლი კობახიძესაც დაუსვეს. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მას ამის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნია.

იტვირთბა....