თბილისის საქალაქო სასამართლოში პაატა ბურჭულაძის მეუღლის, ანგელა ვასილენკოს გამოკითხვა მიმდინარეობს.
ფონდის თანხებიდან დოკუმენტაციის შესწავლა ცხადყოფს, რომ დაახლოებით 700 000 ლარია დახარჯული პაატა ბურჭულაძისა და მისი მეუღლის მგზავრობის ანაზღაურებისთვის, არ მოიძებნება არაფერი იმის დასადასტურებლად თუ რამდენად იყო ამ ხარჯების ანაზღაურება ფონდის მიზანი. გამოძიება არ იყო წინასწარ ინფორმირებული, რომ ანგელა ვასილენკო აპირებდა ქვეყნის დატოვებას. მას არ ჰქონდა წარმოდგენილი დოკუმენტები“,- განაცხადა საქმის პროკურორმა ამირან გულაშვილმა ჟურნალისტებთან.
მისი ადვოკატი კი თვლის, რომ პროკურატური ბრალდება უსაფუძვლოა და მისი დაცვის ქვეშ მყოფი ყველა კითხვას გასცემს პასუხს.
ანგელა ვასილენკო სასამართლოში 4 ოქტომბერს უნდა გამოცხადებულიყო, თუმცა ის ქვეყნიდან გაემგზავრა.
მთავარ პროკურატურაში გამოძიება საქველმოქმედო ფონდ „იავნანას“ ხელმძღვანელ პირთა მიერ ფონდის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისება-გაფლანგვის ფაქტებზე მიმდინარეობს.