ახალი ამბები მთავარი სამართალი

გიორგი მშვენიერაძე: “ირაკლი კობახიძეს არ ესმის ფაშიზმის მნიშვნელობა”

“ირაკლი კობახიძეს არ ესმის ფაშიზმის მნიშვნელობა” – ეს განცხადება არასამთავრობო ორგანიზაცია ”საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას” თავმჯდომარე გიორგი მშვენიერაძემ პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის საპასუხოდ გააკეთა.

„ჩვენ ყოველთვის მკაცრი რეაქცია გვაქვს ამაზე და ასეთი რეაქცია გვქონდა სწორედ ბოლო პერიოდში გახმაურებულ სკანდალურ ფაქტებზე, რომელი ფაქტებიც კიდევ ერთხელ ადასტურებს არაფორმალურ მმართველობას ქვეყანაში და ადასტურებს, რომ არიან ადამიანები, რომლებიც არ ისჯებიან მძიმე დანაშაულებებისთვის და სამწუხაროდ ხელისუფლებას არ აქვს ამაზე ადეკვატური პასუხი. ადეკვატური პასუხი იქნებოდა პარლამენტარების მხრიდან ეფექტური გამოძიების ჩატარება, საგამოძიებო ორგანოების მიერ დამნაშავეები გამოკვეთა.

ამის ნაცვლად პასუხი არის იერიში არასამთავრობო ორგანიზაციებზე ბოლო ერთი კვირაა ხელისუფლებამ ამოიღო სამიზნეში. მთავარი აქცენტები გადმოდის იმაზე, რომ ჩვენ თითქოს ისეთ რამეს ვამბობ არასამთავრობო ორგანიზაცია სამწუხაროდ ირაკლი კობახიძეს არც ფაშიზმი ესმის სწორად და არც მისი მხარდამჭერები. ფაშიზმი ეფუძნებოდა იდეოლოგიას, სადაც უმრავლესობები წყვეტდნენ ყველაფერს, ისე რომ უმცირესობის ინტერესი არ იყო დაცული. ფაშიზმი იყო იდეოლოგია, სადაც უმრავლესობა რას წყვეტს ის არის მართალი. “ქართული ოცნების” გუნდში კი სწორედ მათ შორის ირაკლი კობახიძე იყო უმრავლესობის გადაწყვეტილების სისტემური მხარდამჭერი“- აცხადებს მშვენიერაძე.

 

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ “რუსთავი 2”-ის დირექტორის ბოლოდროინდელი განცხადებები სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით ფაშისტურია და აღნიშნა, რომ ამაზე არ რეაგირებს არასამთავრობო სექტორი. როგორც ის ამბობს, არასამთავრობო ორგანიზაციები გვარამიას იცავენ.

შეგახსენებთ ნიკა გვარამიას განცხადებას სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერებთან დაკავშირებით, რომელიც მან სოციალირ ქსელში დაწერა:

ყველა, ვინც სალომე ზურაბიშვილს ან აფინანსებს ან კამპანიაში სხვაგვარად ეხმარება, უკიდურესად უნდა შევავიწროვოთ. ყველა ეს ადამიანი უნდა დავიმახსოვროთ და გავაძევოთ საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროდან, იქნება ეს ბიზნესი, კულტურა თუ პოლიტიკა. ქვეყნის მოღალატე და მისი მოკავშირეები საჩვენებლად უნდა დაისაჯონ!”

იტვირთბა....