ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თბილისში, ”დრიმ თაუნის“ საცხოვრებელ კომპლექსში დაცვის თანამშრომელი დაჭრეს

თბილისში, ”დრიმ თაუნის“ საცხოვრებელ კომპლექსში დაცვის თანამშრომელი დაჭრეს. თვითმხილველების განცხადებით, შემთხვევა სავარაუდოდ იმას უკავშირდება, რომ დაცვის თანამშრომელმა ერთ-ერთ მცხოვრებს ავტომანქანის კონკრეტულ ადგილას დაყენების საშუალება არ მისცა.

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს 4 ჭრილობა აქვს მიყენებული და მათგან ორი მსუბუქია, ხოლო ორზე სამედიცინო ჩარევა გახდა საჭირო. დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ის უკვე ბინაზეა გაწერილი. ამის შესახებ ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

იტვირთბა....