არჩევნები ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ნათელაშვილი – ზურაბიშვილის დაფინანსება იგივეა, ჩვენს წინაპრებს მურვან ყრუ და შაჰ აბასი რომ დაეფინანსებინათ

“ამ ქალბატონს (სალომე ზურაბიშვილს) დავალებული აქვს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარება, – ამის შესახებ “ლეიბორისტული” პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

მისი განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის დაფინანსება იგივეა, რაც წინაპარა ვაჭრებს შაჰ აბასი დაეფინანსებინოთ.

“მისი დაფინანსება ეს არამარტო სამშობლოს ღალატი, არამარტო შავი ფულის გათეთრება იგივეა, რომ ჩვენს წინაპარ დიდვაჭრებს დაეფინანსებინათ, მურვან ყრუ, შაჰ აბასი, ჯალალ ედ დინი და რუსეთის იმპერატორი პავლე პირველი, რომელმაც გაგვიუქმა სახელმწიფოებრიობა….

პირდაპირ ვუცხადებ სალომე ივანიშვილის ყაჩაღ სპონსორებს: ამ წუთიდან ვიწყებთ მუშაობას, რათა თქვენი ყაჩაღური საბანკო ანგარიშები მსოფლიოს ყველა საფინანსო ორგანიზაციაში იყოს გაყინული. თქვენი ნასახი ქართულ ეკონომიკურ-სოციალურ – საზოგადოებრივ სივრცეში არ უნდა იყოს”, – განაცხადა ნათელაშვილმა.

იტვირთბა....