დაფინანსებასთან დაკავშირებით პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ის მზად არის ყველასგან მიიღოს დაფინანსება.
ზურაბიშვილი მოუწოდებს მხარდამჭერებს, რომ “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის “ფეისბუქ პოსტის” შემდეგ, კიდევ უფრო მობილიზებულები იყვნენ და ნებისმიერი თანხით დააფინანსონ.
„მე ყველას ვთხოვე საჯაროდ, ტელევიზიით და ყველა ფორმით რაც შემეძლო. ყველასგან ვითხოვ დახმარებას, დაფინანსებას ამ კამპანიის. იმის მიუხედავად, რომ სწორედ თქვენი ტელეარხია დირექტორისა და სხვებისგან მოდის მუქარა, იმ ადამიანიების მიმართ, ვინც გაბედავს დამეხმარება და დამაფინანსებს. დღესაც მინდა ყველას მივმართო, ვისაც აქვს საშუალება და როგორი საშუალებაც აქვს სწორედ, რომ აჩვენოს თქვენი ტელეარხის დირექტორს, რომ არავის არ ეშინია დღეს, დამაფინანსოს,“-ამბობს სალომე ზურაბიშვილი.
როგორც გვარამია სოციალურ ქსელში წერს, საზოგადოებამ ყველა პოლიტიკოსი უნდა შეავიწროოს, ვინც მხარს უჭერს სალომე ზურაბიშვილს.