“ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს გურჯაანში პროტესტით დახვდნენ.
კულტურის სახლთან მისული მოქალაქეები აცხადებდნენ, რომ ზურაბიშვილს, რომელმაც ომის დაწყებაში საქართველო დაადანაშაულა, პრეზიდენტობის უფლება არ აქვს.
ხმაური შეხვედრის დასრულების შემდეგაც გაგრძელდა. ერთმანეთს ზურაბიშვილის მოწინააღმდეგეები და მხარდამჭერები სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.
„რომ ჩააბაროს საქართველო რუსეთს, ამას ვერასოდეს ეღირსება. შინდისის გმირების საფლავები რომ დაარბიეს ერთი განცხადება მაინც გააკეთა? – მეტს არ ვამბობ, ამით შემოვიფარგლები. მოღალატეა აბა რა არის“-ამბობს ადგილობრივი მცხოვრები მიხეილ ბასიაშვილი.
სალომე ზურაბიშვილმა კი შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ის კაბინეტში მჯდომარე პრეზიდენტი არ იქნება და მოსახლეობასთან ივლის მათი პრობლემების მოსასმენად.