aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“რუსულ მედიაში კვლავ გააქტიურდა გაუგონარი სიცრუისა და ცილისწამების ნიაღვარი ლუგარის ლაბორატორიის შესახებ”

aviabiletebi
ავიაბილეთები

“უკანასკნელ რამდენიმე კვირაში რუსულ მედიაში კვლავ გააქტიურდა გაუგონარი სიცრუისა და ცილისწამების ნიაღვარი ლუგარის ლაბორატორიის შესახებ, რასაც მხარი აუბეს რუსეთის ოფიციალურმა სტრუქტურებმა”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრი წარმოადგენს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ლაბორატორიულ ერთეულს. ობიექტმა ფუნქციონირება დაიწყო 2013 წელს და იგი არის გადამდებ დაავადებათა ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის ლაბორატორიული ქსელის უმაღლესი დონის რეფერალური დაწესებულება.

ცენტრი, ისევე როგორც ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის სხვა ლაბორატორიები, აშენებულია საქართველოს და აშშ სამთავრობო ხელშეკრულებების ფარგლებში.

ლუგარის ცენტრი, მთელი აღჭურვილობით, სრულად გადმოცემულია საქართველოს მთავრობის საკუთრებაში, ხოლო 2018 წლიდან ლუგარის ცენტრის და ლაბორატორიული ქსელის დაფინანსებას უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობა.

ყველა კლინიკურ-ლაბორატორიული დიაგნოსტიკური და სამეცნიერო კვლევა, რომელიც საერთშორისო წესებით საჭიროებს BSL-3 ლაბორატორიის გამოყენებას, ხორციელდება ლუგარის ცენტრში. ამასთან, BSL-3 სივრცეში დაშვება აქვთ მხოლოდ ქართველ მკვლევარებს.

ცენტრში ფუნქციონირებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ჯანმო მიერ აკრედიტირებული 3 ვირუსოლოგიური ლაბორატორია პოლიომიელიტის, გრიპის, წითელა–წითურას, გარდა ამისა, საერთაშორისო ხარისხის კონტროლით ფუნქციონირებს შემდეგი ლაბორატორიები: როტა ვირუსების, ინვაზიური მენინგიტების, მალარიის, <ანტიბიოტიკორეზისტენტობის დიფთერიისა სალმონელოზების დიაგნოსტიკაში. ცენტრს გააჩნია საერთაშორისო ISO აკრედიტაცია კლინიკურ ლაბორატორიულ კვლევებში.ქართველ მეცნიერებს მჭიდრო კავშირები აქვთ სხვადასხვა ქვეყნის (აშშ, გერმანია, ნორვეგია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ყირგიზეთი, ეგვიპტე და სხვა) მათ შორის მეზობელი სახელმწიფოების (აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი) კოლეგებთან. ცენტრში მუდმივად მუშაობენ სხვადასხვა უნივერსიტეტის მაგისტრანტები და დოქტორანტები სამეცნიერო კვლევების განხორციელების მიზნით. საქართველო პირნათლად ასრულებს ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს გაეროს კონვენციის შესაბამისად, მათ შორის ბიოლოგიური ლაბორატორიების საქმიანობის წარმართვაზე კონვენციის მოთხოვნებისა და დებულებების შესაბამისად“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

იტვირთბა....