თემქაზე მოკლული 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მამა მამუკა ნაცვლიშვილი შს მინისტრს გიორგი გახარიას მიმართავს. მოკლულის მამის თქმით, ბრალდებულ ლადო გრიგალაშვილის მამა საპატრულო პოლიციის თანამშრომელია, რაც მისი განმარტებით მიუღებელია.
“გახარიას მინდა ვუთხრა, განიხილოს გრიგალაშვილის საქმე თუ რამდენად მიზანშეწონილია მისი სამართალდამცავ ორგანოში მუშაობა. რამდენად აქვს მას ამის მორალური უფლება. მინისტრს მივმართავ თხოვნით, სასწრაფოდ ეს საქმე განიხილოს. ლადო გრიგალაშვილი დამნაშავეა და ამას წყალი არ გაუვა. პირველივე დღიდან ვენდობი პროკურატურას, გამოძიებას. სიმართლე დადგენილია და უმაღლეს სასჯელს ვითხოვ, უვადოს ვითხოვ. კიდევ ერთხელ ვამბობ, 20 წელიც რომ მიუსაჯონ, უნდა ვიცოცხლო იმიტომ, რომ ის მოვკლა“, – განაცხადა მამუკა ნაცვლიშვილმა.
შეგახსენებთ, თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილს ყელის არეში დანით რამდენიმე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. პოლიციამ ნაცვლიშვილის მკვლელობის ბრალდებით მისი შეყვარებული, ლადო გრიგალაშვილი მომხდარიდან მეორე დღეს დააკავა.