გადაცემა “რეაქციაში” წამყვანმა ინგა გრიგოლიამ უმრავლესობის დეპუტატ გია ვოლსკის გაახსენა როგორ აშანტაჟებდნენ მას პირადი ცხოვრების კადრების გამოქვეყნებით.
ინგა გრიგოლია – თქვით. ინგა გრიგოლიას მართლა გაუკეთეს ისეთი რამ, ახლა ისეთ თემას შეეხეთ ენას ძვალი არ აქვსო. მე გეტყვით, რომ თქვენი ხელისუფლების პირობებში ინგა გრიგოლიას ნამდვილად გაუკეთეს ის, რომ პირადი ცხოვრების კადრებით აშანტაჟებდნენ და თქვენ შეგვპირდით ხელისუფლება, რომ ამას გამოიძიებდით და არაფერი გამოგიძიებიათ.
გია ვოლსკი – მართლა? ჩვენი გაკეთებულია თუ იმათი გაკეთებულია…
ინგა გრიგოლია – ვინც გადაიღო იმათი უბედურება ცალკე და ეს რომ არ გამოძიებულა, ეს არა? თუ კი გრგოლიას ენას ძვალი არ აქვს, რეალურ ფაქტებზე დაგელაპარაკებით.
გია ვოლსკი – იცით ვინც აკეთებდათ ჩანაწერებს და ვინც აკეთებს, ეგრევე არ აგდებს. პერიოდულად აკეთებს, რომ მე და თქვენ გვაქვს ეს კამათი.