ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ზურაბიშვილი საგარეჯოს, გურჯაანისა და ყვარლის მოსახლეობას შეხვდა

დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი საგარეჯოს, გურჯაანისა და ყვარლის მოსახლეობას შეხვდა.

„ძალიან თბილი, სასიამოვნო და საინტერესო შეხვედრები გვაქვს. დღეს საგარეჯოში ვისაუბრე ძალიან დიდ წარმატებაზე, რასაც წარმოადგენს ქართული მეღვინეობა, რომელიც ამდენი წელია ვითარდება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და სამაგალითო სხვა რეგიონისთვის, თუ როგორ შეიძლება იყოს აღორძინებული რომელიმე დარგი და წარმატებული, თუნდაც საზღვარგარეთ. ასევე, ვისაუბრეთ კულტურის თემაზე. აქ არის ერთ-ერთი ყველაზე ძველი თეატრი, რომელსაც ნამდვილად სჭირდება მხარდაჭერა და როგორც  სხვა ბევრი უფლების დამცველი, მე ამის პრეზიდენტი ვიქნები. ეს კულტურა არის ის, რაც ჩვენთვის არის ბევრად მეტი, ეს არის ჩვენი ღერძი, ჩვენი იდენტობა და კიდევ უფრო აქტიურად უნდა მივხედოთ”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

შეხვედრას კახეთის გუბერნატორი, ირაკლი ქადაგიშვილი და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები დაესწრნენ.

იტვირთბა....