მსჯავრდებულმა ვანო მერაბიშვილმა დღეს კლინიკა “მედიქლაბი” დატოვა. მას იქ დამატებითი კვლევები ჩაუტარეს. მერაბიშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს.
კადრებს “პირველი არხი” ავრცელებს:
გუშინ მერაბიშვილის მკურნალმა ექიმმა ელენე ხურციძემ განაცხადა, რომ მისი მდგომარეობა სტაბილურია და შეშფოთების საფუძველი არ არსებობს. ექიმის თქმით, სიმსივნე გამოირიცხა და ამ დროისთვის ჰორნერის სინდრომის დიაგნოზზე მუშაობენ.