ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მერაბიშვილი კლინიკიდან ე.წ. მატროსოვის ციხეში დააბრუნეს

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი  კლინიკა “მედიქალბიდან” ე.წ. მატროსოვის ციხეში დააბრუნეს.

ყოფილი პრემიერის ოჯახი უცხოელი ექიმების ჩამოყვანას გეგმავს

საპატიმროში დაბრუნების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიიღეს რაც, ექიმებმა განმარტეს, რომ ყოფილი პრემიერის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ეს განცხადება კონსილიუმის დასრულების შემდეგ გაკეთდა. სპეციალისტების განმარტებით, სიმსივნური პათოლოგია გამოირიცხა და ამ დროისთვის ექიმები ჰორნერის სინდრომის დიაგნოზზე მუშაობენ. ვანო მერაბიშვილის უფლებადამცველი კი აუცილებლობად მიიჩნევს ყოფილი პრემიერის ჯანმრთელობის მდგომარეობა უცხოელმა სპეციალისტებმა შეისწავლონ.

“ამ ადამიანს სახეზე აქვს უკვე წარუშლელი ნაკლი – ჩავარდნილი თვალი, უკან გადაწეული. მას უთხრეს ექიმებმა რომ ეს შეიძლება დარჩეს ან გაუმჯობესდეს. ჩვენ გვაქვს ოფიციალური პასუხი მიღებული რომ შეგვიძლია ჩამოვიყვანოთ უცხოელი ექიმები ან შევიყვანოთ ქართველი ექიმები. ჩვენ ჩამოვიყვანთ უცხოელ ექიმებს და აუცილებლად გავივლით მასთან კონსულტაციებს. ფაქტია რომ არ იციან რა ჭირს ამ ადამიანს და არ იციან როგორ უმკურნალონ მას,”-აცვხადებს მერაბიშვილის ადვოკატი გიორგიჩივიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი კლინიკა “მედიქლაბში” გადმოიყვანეს, სადაც 2 დღის განმავლობაში დარჩა და სხვადასხვა კვლევა ჩაიტარა. ოჯახისთვის მერაბიშვილის კლინიკაში გადაყვანის შესახებ ინფორმავია ცნობილი არ იყო. როგორც  უფლებადამვცველები აცხდაებენ ყოფილი პრემიერის  ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება და ამის გამოსასწორებლად სახელმწიფო არაფერს აკეთებს.

იტვირთბა....