სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში წერს, რომ ოკუპანტების მიერ გატაცებული მაია ოთანაშვილი ცემეს.
“საოკუპაციო ხაზზე დაკავებულ მაია ოთინაშვილთან დაკავშირებით, ჩვენთვის ახალი გარემოებები გახდა ცნობილი. ოჯახის ინფორმაციით, დაკავებული ნაცემია. მათი განცხადებით, ცემა მოხდა ქარძმანში განლაგებულ რუსულ ბაზაზე. მიუხედავად იმისა, რომ დაკავებულს ჰყავს ადვოკატი, მასაც არ მიეცა მაია ოთინაშვილის მონახულების საშუალება. ოჯახის ინფორმაციით, დაკავებული არ მოუნახულებია არც ერთ დამოუკიდებელ დამკვირვებელს, რაც კიდევ უფრო აძლიერებს მათ ეჭვს”, – წერს ლომჯარია.
შეგახსენებთ, რომ გორში, სოფელ ხურვალეთთან ოკუპანტებმა ადგილობრივი მცხოვრები, 37 წლის მაია ოთანაშვილი გაიტაცეს.
თანასოფლელები ამბობენ, რომ ოთინაშვილი გამყოფი ხაზის სიახლოვეს იმყოფებოდა, რა დროსაც შეიარაღებული პირები გამოჩნდნენ, დააკავეს და ოკუპირებული ტერიტორიის მიმართულებით წაიყვანეს.