გადაცემა „თავისუფალი სივრცე“-ში პრეზიდენტობის კანდიდატი დავით უსუფაშვილი სიტყვით გამოვიდა და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები შეაფასა. მისი თქმით, მთავარია ბიძინა ივანიშვილისა და მიხეილ სააკაშვილს შორის დაპირისპირება უნდა დასრულდეს და კიდევ გვაქვს შანსი შევაჩეროთ ქვეყნის სვლა უფსკრულისკენ.
“დღეს ქვეყანა მიდის უფსკრულისკენ. ქვეყანას უფსკრულისკენ უფრო სწრაფად წაიყვანს წინა ხელისუფლების მობრუნება, თუ სხვებმა არაფერი გავაკეთეთ „ოცნებაც“ უფსკრულისკენ წაიყვანს ქვეყანას. მაგრამ გამოსავალი არის! მთავარია ბიძინა მიშას დაპირისპირება დასრულდეს. არა რომელიმეს განადგურებით, არა ბრძოლის ველად ქცეული საქართველოს განადგურებით, არა მათი ერთმანეთთან შესკდომით და ორივეს განადგურებით, არამედ მესამე სხვა, ახალი პოლიტიკური ძალების, ხალხის მიერ პასუხისმგებლობის აღებით. ჩვენ ამ არჩევნებზე გვაქვს ამის შანსი. ამ არჩევნებზე გვაქვს შანსი შევაჩეროთ ქვეყნის სვლა უფსკრულისკენ და მოვატრიალოთ ის სწორ გზაზე უკვე საპარლამენტო არჩევნებისთვის.“ – განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა.
შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს საქართველოში პრეზიდენტის არჩევნები გაიმართება.