ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საპარლამენტო ოპოზიცია პარლამენტში თადუმაძეს და გახარიას იბარებს

საკანონმდებლო ორგანოში საპარლამენტო უმცირესობა შსს მინისტრს გიორგი გახარიასა და მთავარ პროკურორ შალვა თადუმაძეს იბარებს.

„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელთა აზრით, სწორედ მათ უნდა გასცენ პასუხები „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით არსებულ შეკითხვებს, მათ შორის იმის თაობაზე, თუ რა ეტაპზეა გამოძიება.

„პარლამენტში პასუხი უნდა გაეცეს შეკითხვებს, რომელიც საზოგადოებას აქვს. შინაგან საქმეთა მინისტრსა და მთავარ პროკურორს ევალებათ მობრძანდნენ პარლამენტში და გასცენ პასუხი კითხვებს, რა ეტაპზეა გამოძიება, რა საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რათა რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს იმ პირების სისხლის სამართლებრივი დევნა, ვინც ჩართულნი იყვნენ დანაშაულებრივ საქმეებში. საუბარი ლოდინზე, რომ ავთენტურობა დადგინდეს, არის დროის გაწელვა და პოლიტიკური ფანდი” – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ირაკლი აბესაძემ.

იტვირთბა....