aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“რა უფლებით იჯდა ივანიშვილი ამ საქმის გარჩევაზე”

aviabiletebi
ავიაბილეთები

გუშინ, გრიგოლ ვაშაძე რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა არჩევნაში,  “ომეგა ჯგუფის” საქმის  სამართლებრივი ასპექტების თავისებურებეს შეეხო. “ქართული ოცნება” კი მაფიოზურ კლანს შეეადარა.

“გუშინ წინ გავიღვიძეთ და აღმოვაჩიენთ, რომ საქართველო  მაფიოზური კლანის ხელშია. ჩვენი ე.წ. ხელისფლება კი ამოხეთქილ საკანალიზაციო ლუქს ჰგავს.

გვიმტკიცებენ, რომ ოქუაშვილი არის გასული საგადასახადო კოდექსის მოქმედებიდან. უარს ამბობოს გადასახედების გადახდაზე. ამას სიამოვნებით დავიჯერებდით, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ საქმე  საგადასახადო კუდექსის შესაბამისად  ყოფილიყო აღძრული, მიეყვანათ სასამართლოში ისე, როგორც ცივილიზებულ ქვეყნებში ხდება. ამის მაგივრად  ეუბნებიან, შენ თუ გინდა პრობლემებით არ  დაამთავრო ნუ გადააქცევ შენს ტელევიზიას რუთავი 2-ად ჩაგავბარე იბერია და ყველაფერი კარგად იქნბა . ოქუაშვილი იხდიდა თუ არა გადასახადებს ეს მისი და კანონის გასარკვევია და რა უფლებით იჯდა ივანიშვილი ამ საქმის გარჩევაზე ან რა საქმე ჰქონდა იქ ე.წ. ბიზნეს ომბუდსმენ გახარიას” – განაცხა გრიგოლ ვაშაძემ.

საუბრისას პრეზიდენტობის კანდიდატი ამ საქმის სასამართლოში გამოძებას და უკლებლივ ყველა მოქმედი პირის დაკითხვას მოთხოვს. იქნება ეს ივანიშვილი თუ ვინმე სხვა.

“ამ ჩანაწერეზე ცალკე სისხლის სამრთლის საქმე   უნდა აღიძრას. ყველა უნდა დაიკითხოს აბსოლუტურად . პროკურატურამ უნდა ჩაატაროს გამოძიება და სასამართლოში ვიხილოთ ეს საქმე” – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში მედიაში ვრცელდება აუდიოაინწერები, რომლის მიხედვითაც, როგოც ომეგა ჯგუფის ლიდერი ოქუაშვილი ამტკიცებს, ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან იყო შემთავაზებები რამდენიმე მილიონზე. მისი თქმით შეხვედრა შედგა ივანიშვილთან, რომელსაც ესწრებოდნენ იმ დორინდელი ბიზნესობუდსმენი გიორგი გახარია და ყოფილი მინისტრი ლევან ყოფოანი. როგორც ოქუაშვილი ამბობს, ფულის გამოძალვის მცდელობა იყო ივანიშვილის მხრიდანაც. პოლიტიკურ ჯგუფთა გარკვეული ნაწილი აღნიშნულ ფაქტს ბიზნესის რეკეტად აფასებს.

 

იტვირთბა....