ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბენიძე: “ჩვენი როლი ზუსტად ის არის, რომ ხელისუფლება კომფორტში არ ვამყოფოთ”

“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთშორისო საზოგადოების” თავმჯდომარე მიხეილ ბენიძე, სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელოებს.

მისი თქმით  მმართველი პარტიის მესიჯ-ბოქსი სავსე იყო იმ განცხადებებით, რომ არასამთვრობოები არ დაელოდნენ ჩანაწეების ავთენტურობის დადგენას და ისე გააკეთეს განცხადება.

“დღეს მმართველი პარტიის მესიჯ-ბოქსი იყო, გამოძიების დასრულებას რატომ არ დაელოდნენ და ჩანაწერების ავთენტურობის დადასტურებამდე რატომ გააკეთეს განცხადება არასამთავრობოებმაო.

ამ ლოგიკით გამოდის, რომ 2012 წლის სექტემბერში ციხის კადრები რომ დაიდო და იმავე საღამოს, რამდენიმე წუთში “ფეისბუქზე” განცხადება დავდეთ, არასწორად მოვქცეულვართ და ჯერ სააკაშვილის პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას და კადრების ავთენტურობის დადასტურებას უნდა დავლოდებოდით.

ასევე, გამოდის, რომ არაფერი უნდა გვეთქვა აფგან მუხთარლის გატაცების, ფარული ჩანაწერების გავრცელების, გენერალურ აუდიტორზე თავდასხმის და სხვა ფაქტებზე, რადგან არცერთ ამ გახმაურებულ საქმეზე გამოძიება არ დასრულებულა და შედეგი არ დამდგარა.

ნუ ცხადია, ხელისუფლებას უნდა რომ ყველა ამ თემაზე ჩუმად ვიყოთ და პირში წყალი ჩავიგუბოთ, მაგრამ ჩვენი როლი ზუსტად ის არის, რომ ხელისუფლება კომფორტში კი არ ვამყოფოთ და მისი მითითების მიხედვით ვილაპარაკოთ ან დავდუმდეთ, არამედ რომ ხმამაღლა მივუთითოთ პრობლემებზე და მოვითხოვოთ კონსტიტუციის და დემოკრატიული ინსტიტუტების პატივისცემა.

P.S.: რადგან ასე ძალიან აეწვათ კუდი და სამოქალაქო სექტორს შემოგვიტიეს, მათ შორის სამარცხვინო მანიპულაციებით გაჯერებული ტელესიუჟეტებით ხელისუფლების ლოიალურ არხზე, ესე იგი ჩვენმა განცხადებამ თავისი ფუნქცია შეასრულა და ზუსტად მოხვდა მიზანში” – წერს მიხეილ ბენიძე.

იტვირთბა....