საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ექვსი წლის წინ ქართველმა ერმა გააკეთა არჩევანი თავისუფლების სასარგებლოდ და უარი უთხრა ადამიანის ღირსების შელახვაზე დაფუძნებულ რეჟიმს
„საქართველო დღეს ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე ექვსი წლის წინ. ჩვენ მივაღწიეთ წინსვლას ყველა სფეროში. ეს პროგრესი არის ხელშესახები, მაგრამ რჩება უამრავი სირთულე და გამოწვევა, რომელსაც, დარწმუნებული ვარ, ქართველ ხალხთან ერთად აუცილებლად გადავლახავთ. ჩვენი მიზანია, საქართველო გახდეს ერთიანი ეკონომიკურად ძლიერი, განვითარებული ქვეყანა და მივაღწიოთ ჩვენ საერთაშორისო მიზნებს – საქართველო გახდეს ევროპული ოჯახისა და და ნატო-ს სრულფასოვანი წევრი”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.