ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მამა პეტრე თბილისის მერზე: “მე არ ვიცნობ კახი კალაძეს, მაგრამ ეს არაფერს ცვლის”

სოციალურ ქსელში მამა პეტრე სტატუს აქვეყნებს, სადაც კახა კალაძის პასუხზე საუბრობს, რომელიც ზაზა სარალიძეს გასცა.

“მე არ ვიცნობ კახი კალაძეს, მაგრამ ეს არაფერს ცვლის…

ის ღირსეული, სულგრძელი და ნამდვილი ადამიანია…

ის ყველა პოლიტიკურ პარტიაზე, ყველა გამოწვევაზე მაღლა დადგა…

ყველაზე გულწრფელი ცრემლი ხომ ის არის, რომელიც ყელში გეჩხირება!..” – წერს მამა პეტრე.

შეგახსენებთ, რომ  “ქართული ოცნების” ყრილობის დროს, ზაზა სარალიძემ კახა კალაძის ძმის გატაცების აბავი გაიხსენა – “კალაძეს რა უნდა ველაპარაკო, მან თავისი ძმა მოაკვლევინა” – ასეთი განცხადება გააკეთა ზაზა სარალიძემ, რომელსაც საზოგადოებაში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოყვა.

ამის შემდეგ თბილისის მერი კახა კალაძე, ხორავას ქუჩაზე სისხლიანი გარჩევის დროს მოკლული მოზარდის მამის, ზააზა სარალიძის კომენტარს უპასუხა.

“მე პატივს ვცემ ზაზა სარალიძის შვილისა და ჩემი გარდაცვლილი ძმის ხსოვნას. ამ თემაზე კომენტარს არ გავაკეთებ” – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძე.

ცოტა ხნის წინ კი ზაზა სარალიძემ სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც კახა კალაძის განცხადებას პასუხობს.

“პატივი მაშინ უნდა გეცა, როცა ცილს წამებ მეც და ჩემ შვილსაც. ენას სამი რამ აკავებს და უნდა გეყოს კაცობა არასწორი შეფასება რომ არ გააკეთო. აწი გვიანია შენი პატივისცემა. ვიღაცეების გულის მოსაგებად დათოს შეურაცხყოფას არ გაპატიებ არც შენ და არც არავის” – წერს ზაზა სარალიძე.

იტვირთბა....