ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ინაშვილი უარყოფს, რომ ივანიშვილმა ოქუაშვილს “პატრიოტთა ალიანსის” დაფინანსება მოსთხოვა

ზაზა ოქუაშვილის განცხადებაზე, რომ “პატრიოტთა ალიანსის” დაფინანსება მას ბიძინა ივანიშვილმა სთხოვა, პარტიის ლიდერმა ირმა ინაშვილმა უპასუხა. მისი თქმით, ზაზა ოქუაშვილის აღნიშნული განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება.

“არ შეესაბამება ეს სიმართლეს, პირდაპირ ვეუბნები ამას ტელემაყურებელსაც და ბატონ ზაზასაც. არ არის ეს სიმართლე. მე არ მგონია და დარწმუნებული ვარ იმაში, რომ არც ბატონი ივანიშვილი და არც ვინმე სხვა ბატონ ზაზას არ ეტყოდა, რომ მოდი, ჩემო ზაზა, გააძლიერე და დაეხმარე “პატრიოტთა ალაინსს”. მე დარწმუნებული ვარ ამაში”- განაცხადა ირმა ინაშვილმა გადაცემა “რეაქციაში”.

“ომეგა ჯგუფის” დამფუძნებელმა ზაზა ოქუაშვილმა “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა, რომ მას ბიძინა ივანიშვილმა “პარტიოტთა ალიანსის” დაფინანსება სთხოვა.

 

 

იტვირთბა....