ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ომეგა ჯგუფთან დაკავშირებული მოვლენები არის ზღაპარი, რომლსაც არავინ დაიჯერებს”

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის  გია ვოლსკის განცხადებით,  „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებულ მოვლენებში იკვეთება ზაზა ოქუაშვილის ინტერესები, რადგან მას არ სურს ფული შეიტანოს ბიუჯეტში.

როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებს  განუცხადა, ეს არის ის ზღაპარი, რომელსაც საქართველოში და არა მარტო საქართველოში  დაიჯერებენ.

„უცნაურად მეჩვენება კითხვა, ვისი ინტერესები იკვეთება. ჯერჯერობით, რომ ვუყურებ, იკვეთება ოქუაშვილის ინტერესი, რომ ფული არ გადაიხადოს ბიუჯეტში, სხვა ინტერესს ვერ ვხედავ. თითქოს, ივანიშვილი ოთხი მილიონის გადახდას აიძულებდა – ეს არის ზღაპარი, რომელსაც საქართველოში და არა მარტო საქართველოში არ დაიჯერებენ. რეალურად, თემა იქ არის ფულის გათეთრების, გადარიცხვისა და უცნაური გატანა-გამოტანის. სწორედ ეს არის საკითხი, რომელიც იფარება ხშირშემთხვევაში სკანდალური განცხადებებით და რაღაც ჩანაწერების დემონსტრირებით.

მიუხედავად „თიბისი ბანკის“  დაგეგმილი განცხადებისა ფინანსთა მინისტრი უნდა გამოვიდეს და ამას უპასუხოს. ვფიქრობ, რომ საზოგადოებას კიდევ ერთხელ უნდა გაახსენოს, რამდენად მასშტაბურია სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესის ხელშეწყობა, იქნბა ეს  საგადასახადო პოლიტიკის  თუ  ორგანიზაციული მხრივ;

უნდა შეადარონ მისი გამონათქვამები იმ გამონათქვამებს, რასაც ხშირ შემთხვევაში ჩვენი ოპონენტებისგან ვისმენთ. პასუხები სჭირდება ყველაფერს. ფინანსთა მინისტრმა გააკეთა განცხადება, რომ არაერთხელ მიიღეს რესტრუქტურიზაციაზე გადაწყვეტილება და ამდენჯერვე მიიღეს დადებითი პასუხი, თუმცა გადასახადიდან არც ერთი ცენტი არ შეუტანიათ სახელმწიფო ბიუჯეტში“– განაცხადა ვოლსკიმ.

იტვირთბა....