ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ახალგორის ე.წ სასამართლომ ხურვალეთიდან გატაცებულ 37 წლის ქალს წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა

საოკუპაციო რეჟიმის ე.წ უსაფრთხოების კომიტეტიის ინფორმაციით, „საზღვრის უკანონო კვეთისთვის“ საოკუპაციო რეჟიმის მიერ სოფელ ახალი ხურვალეთიდან გატაცებულ 37 წლის მაია ოთინაშვილს ახალგორის ე.წ რაიონულმა სასამართლომ წინასწარი ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯა.

დე ფაქტო უწყება ოთინაშვილის მიმართ ახალ ბრალდებასაც აჟღერებს

„დადგენილია, რომ ოთინაშვილი, დიდი ხნის განმავლობაში ფულადი სარგებლის სანაცვლოდ სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს მაცხოვრებლებს საზღვრის გადაკვეთაში ეხმარებოდა“ – აღნიშნულია ე.წ კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ოკუპანტებმა 37 წლის მაია ოთინაშვილი 29 სექტემბერს დააკავეს.

იტვირთბა....