“სამეცნიერო კვლევისა და ინოვაციების განვითარებისთვის აუცილებელია სახელმწიფო და კერძო დაფინანსების გაზრდა. თუკი დაფინანსება არ გაიზრდება დიდია იმის რისკი რომ უმაღლესი განათლებისა და კვლევის სისტემა გაქრება და გაუფერულდება“, – აღნიშნული განაცხდება პარლამენტში განათლების, მეცნიერების და კულტურისა და საგარეო ურთიერთობების გაერთიანებულ სხდომაზე უცხოელმა ექსპერტებმა გააკეთეს.
სხდომაზე უცხოელმა ექსპერტებმა საქართველოს სამეცნიერო კვლევისა და ინოვაციების მოდერნიზაციის განვითარების მიზნით შემუშავებული რეკომენდაციები გააცნეს და ყურადღება სამეცნიერო სექტორის დაფინანსების გაზრდასა და ბიუროკრატიული ბარიერების გადალახვაზე გაამახვილეს.
„კვლევების მიმართულებით მნიშვნელოვანია გაიზარდოს, როგორც სახელმწიფოებრივი, ისე კერძო დაფინანსება. თუკი დაფინანსება არ გაიზრდება დიდი რისკია, რომ მთელი უმაღლესი განათლებისა და კვლევის სისტემა გაქრება და გაუფერულდება. ამიტომ საჭიროა დაფინანსების მიზნები იყოს შემუშავებული. საჭიროა, სამეცნიერო კვლევაზე თანხების დახარჯვის მეტი სურვილი იყოს. რაც შეეხება კერძო დაფინანსებას კვლევითი საქმიანობის, ფაქტიურად არ არის ეს სფერო განვითარებული საქართველოსი. გერმანიაში 2/3 სამეცნიერო მუშაობის კერო სექტორიდან მოდის და არა სახელმწიფოდან“, – აცხადებენ უცხოელი ექსპერტები და აღნიშნავენ რომ საქართველოში სამეცნიერო კვლევების მიმართულებით ბიუროკრატიაზეც საუბრობენ.
მათი თქმით, ახალგაზრდა მეცნიერების სამეცნიერო კვლევებში ჩართვის ხელის შეწყობის მაგალითების დანახვა გაუჭირდათ, თუმცა ბევრი მაგალითი ნახეს ისეთიც, რომელიც ახალგაზრდებს უშლის ხელს კვლევაში მონაწილეობაში.
„მნიშვნელოვანია, ბიუროკრატიულ ბარიერების გადალახვა. ადმინისტრაციული ტვირთვის შემსუბუქება კვლევისა და განვითარებისთვის. სახელმწიფომ უნდა იფიქროს როგორ შეუმსუბუქოს მეცნიერებს ცხოვრება. ჩვენ ასეთი მაგალითები ვერ ვიპოვეთ, პირიქით დავინახეთ როგორი რთულია ახალგაზრდა მეცნიერისთვის კვლევითი სამუშაოების დაწყება და მასში ჩართვა ვინაიდან მათ კომპიუტერების შეძენაც არ შეუძლიათ.
„თუკი ბიუროკრატიის საკითხები გადაწყდება და მკვლევარებს მეტ ჟანგბადს მივცემთ ანუ გავზრდით მათ დაფინანსებას, ასეთ შემთხვევაში თქმაც არ უნდა იმას, თუ რაოდენ ძლიერ ეკონომიკურ შედეგებს მივიღებთ“, – განაცხადეს მკვლევარებმა.
etaloni.ge