ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: “დღევანდელი დღე საფრანგეთში გლოვის დღედ არის გამოცხადებული”

პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი რეგიონებში მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს.

დღეს, სალომე ზურაბიშვილი სამცხე ჯავახეთში რეგიონში, ნინოწმინდაში, ახალქალაქში და ასპინძაში მცხოვრებ მოსახლეობას ხვდება. ნინოწმინდაში მოსახლეობასთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლა სალომე ზურაბიშვილმა სამძიმრით დაიწყო. “დღევანდელი დღე საფრანგეთში გლოვის დღედ არის გამოცხადებული. ვიცი, რომ ასევე არის სომხეთში და ასევე არის ამ რეგიონში, საიდანაც წავიდა შალვა აზნავურის მამა. ტყუილად არ დავიწყე შალვა აზნავურისგან, რადგან ის იყო იმ ემიგრაციის ნაწილი, რომელიც თავს იყრიდა საფრანგეთში 30-იან წლებში”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება.

იტვირთბა....