გორიდან ვრცელდება ინფორმაცია და ვიდეო, სადაც ჩანს თუ როგორ გაარღვია რუსულმა მხარემ კონლიქტის ზონა. ადგილობრივების ინფორმაციით, 5 ვერტმფრენი სოფლების, მერეთის და ზარდიაანთკარის თავზე ცოტა ხნის წინ გამოჩნდა.
“5 რუსული სამხედრო ვერტმფრენია, ისმის ვიდეოში, სადაც ფაქტია დაფიქსირებული” – მოსახლეობა ამბობს, რომ ვერტმფრენები ცხინვალიდან აფრინდნენ და ახალგორის მიმართულებით წავიდნენ.