ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“საქართველოში, ვერც ერთმა მმართველმა ვერ უნდა შეძლოს სასამართლო სისტემის ბოროტად გამოყენება”

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა გადაცემა „არჩევანში“ „ომეგა ჯგუფის“ საქმესთან დაკავშირებით გავრცელებული სკანდალური აუდიოჩანაწერის შეფასებისას განაცხადა, რომ საქართველოში, ვერასდროს, ვერც ერთმა მმართველმა ვერ უნდა შეძლოს სასამართლო სისტემის და პროკურატურის სისტემის ბოროტად გამოყენება.

მიხელ სააკაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებს, რომლებმაც დღეს განცხადება გაავრცელეს, სთავაზობს, რომ დაასახელონ დამოუკიდებელი მთავარი პროკურორი.

13 არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადება საზოგადოებას საია-ს ხელმძღვანელმა გააცნო, სადაც აღნიშნულია, რომ ქვეყანა არის ღრმა კრიზისში და იმართება კრიმინალების ხელით.

„საქართველოში, ვერასდროს, ვერც ერთმა მმართველმა ვერ უნდა შეძლოს სასამართლო სისტემის და პროკურატურის სისტემის ბოროტად გამოყენება. იქაც შედარება შეუძლებელია. ჩვენ გვყავდა რამდენიმე დასავლეთის უნივერსიტეტის დამთავრებული გენერალური პროკურორი, ამათ დანიშნეს ბოტასების ქურდი, რომელიც ნარკომანია გატიალებული ფარცხალაძე,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის განცხადებით, დღეს ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილი განაგებს ყველაფერს და გავრცელებული ფარული ჩანაწერებიდანაც იკრვევა.

„ვთქვათ ესე იყო, ვთქვათ ჩვენ ძალიან ცუდები ვიყავით, რაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, შედარებაც არ არის, იმიტომ რომ მე წავედი არაფრით, რითაც მოვედი იმით წავედი ხელისუფლებიდან. რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის ქონება აქვს მარტო ფარცხალაძეს. მაგრამ ვთქვათ, მეც ეგეთი ცუდი ვიყავი, ერთი წამით დავუშვათ, ეს აძლევს ამის უფლებას, რომ ეს აკეთონ?“ – აღნიშნა სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილმა ის პერიოდი გაიხსენა, როდესაც აჭარის დაბრუნების საკითხი იდგა.

„ასლან აბაშიძეს ვებრძოდი და მე ვამაყობ, რომ მე დავიბრუნე აჭარა, მე გადავარჩინე საქართველო მაშინ და ვერავინ ამას ვერასდროს ვერ წამართმევს, ეს მართლა ქონდრის კაცები. ამას ვერ წამართმევენ. აჭარა დღეს ჩვენ არ გვექნებოდა, ჩვენ გამოვიჩინეთ, რა თქმა უნდა, აჭარის მოსახლეობასთან, პატრიოტ ქართველებთან ერთად, მათ შორის იყო მაგალითად ლევანი, მურმან დუმბაძე, მედეა ვასაძეც, ძალიან ბერი სხვა ადამიანი ვინც იქ იყო და კბილებით დაიცვა აჭარის ყოფნა საქართველოში, ჩვენ ვიყავით წკიპზე, ჩვენ პრაქტიკულად დაკარგული გქონდა აჭარა,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

იტვირთბა....