ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“არ არის ეს ქალი ქართველი, ის უცხოპლანეტელია”

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს უცხოპლანეტელი უწოდა.

სააკშვილი აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილს არ აქვს ელემენტარული ინფორმაცია ქვეყნის შესახებ.

“არ არის ეს ქალი ქართველი, მოდით ვაღიაროთ რაც არის. უცხოპლანეტელია. ჯერ რეებს ბოდიალობს. იძახის, რომ რად გვინდა ახალი ეკლესიები მშენებლობაო ძველი აღვადგინოთო. და მაგ ბრიყვმა ის არ იცის, რომ მისი დიდი ბაბუის  ნიკო ნიკოლაძის აშენებული ტაძარი ფოთში, ჩემი ინიციატივით  გამოვიყვანეთ იქიდან თეატრი და ავაშენეთ იქ ტაძარი. აი ძველი  ტაძრის აღდგენა. ბაგრატი აღვადგინე მე. მე ეს ყველაფერი გაკეთებული მაქვს ოღონდ ეს ქალი საქართველოს გაგებაში არ არის” – აცხადებს სააკაშვილი.

ექსპრეზიდენტის თქმით, მას სხვა წარმოდგენა ჰქონდა მაშინ, როდესაც სალომე ზურაბიშვილს შესთავაზა საგარეო საქმეთა მინისტრობა, თუმცა მალევე მიხვდა მაშინდელი ხელისუფლება ვინ იყო რეალურად ის.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ამ ქალის გამარჯვება შეუძლებელია.

 

იტვირთბა....