„ამბობენ, ივანიშვილი მილიარდელია და რაში ჭირდება 4 მილიონიო. ივანიშვილი იმდენა პატარა კაცია, იმდენად “მელკია” მაგათ ენაზე რომ ვთქვა, მისთვის შეიძლება 4 მილიონი ჯიბის ფულია, მაგრამ ივანიშვილი ამ ოთხი მილიონის გულისთვის მზად არის, რომ მოკლას. ამ ოთხი მილიონით კი არა, კაცმა იკადრა და სიგარეტის ყველა კოლოფიდან წაიღო ორნახევარი თეთრი. ხომ იძახდნენ სააკაშვილის ბარკალიო, სააკაშვილის ერთი ლარიო. მე ანგარიშზე საერთოდ არაფერი არ მაქვს, რამდენიმე ათასი ევრო მაქვს და როგორც ვცხოვრობ ყველა კარგად ხედავს, ქართველები მხვდბეიან აქ და იციან… როცა ამ კაცმა მარტო ბოლო ორ წელიწადში საქართველოში იშოვა დამატებით სამი მილიარდი ლარი,“ – ამის შესახებ “რუსთავი 2-ის” ეთერში ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილის განცხადებით, ივანიშვალმა მას 4 მილიონი ლარი მოსთხოვა.