ახალი ამბები მთავარი სამართალი

ოზურგეთში 81 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

ოზურგეთში 81 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.  სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის სამხარეო ცენტრის უფროსის მოადგილე ვანო გოგოლაშვილმა განაცხადა, რომ მამაკაცი დღეს სოციალურ სააგენტოსთან შენიშნა, თუმცა როგორც ის ამბობს, 81 წლის კაცი სააგენტოს შენობაში არ შესულა. 

მისი თქმით, აღნიშნული კაცი იცნო და სოციალური დახმარების შესახებ იფორმაციის გადამოწმების მიზნით შენობაში შევიდა, ხოლო როცა გამოვიდა, გაიგო, რომ ქუჩაში მყოფი მოხუცი კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა.

შსს-ში “მეტრონომს” დაუდასტურეს, რომ 81 წლის მამაკაცი, რომელიც ქუჩაში შვილთან ერთად იმყოფებოდა, მოულოდნელად ცუდად გახდა და გარდაიცვალა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

იტვირთბა....