ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ნაციონალური მოძრაოდა და ევროპული საქართველო ყავარჯნიან კაცს გვანან”

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებს მიმართა და განაცხადა, რომ ისინი ყავარჯნიანი კაცის როლში არიან.

„ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპულ საქართველოდ“ შერაცხული ორგანიზაცია ცდილობენ, ბიუროზე  შემოიტანონ ჩანაწერების საკითხი. მე ამ დროს ის ჩანაწერი მაგონდება, ყავარჯნიანი კაცი რომ აუპატიურებს, თუ აწამებს მეორე კაცს. თქვენა ხართ ყავარჯნიანი კაცის როლში, ეს თქვენი სახეა” – განაცხადა ვოლსკიმ.

მისივე თქმით, უნდა ჩატარდეს გამოძიება და კითხვებს პასუხები უნდა გაეცეს.

გია ვოლსკიმ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, როდესაც ზაზა ოქუაშვილი საუბრობდა, რომ ბანკიდან 4 მილიონი ლარი საღამოს გაიტანეს.

ერთ-ერთი ტელევიზიით კი, გავრცელდა თითქოსდა ამ ამბის ამსახველი ფოტო, სადაც ჩანს, რომ ფოტო დღისით არის გადაღებული.

„ეს არის თაღლითობა, რომლის გადმოტანა ახლა უნდათ პარლამენტში”, – განაცხადა ვოლსკიმ.

იტვირთბა....