ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ივანიშვილი – სამწუხაროდ, ექვსი წელიწადი აღმოჩნდა ცოტა იმისთვის, რომ საქართველოში პოლიტიკური სიტუაცია შეცვლილიყო

დღეს შევიკრიბეთ იმ მიზნით, რომ გავიხსენოთ და დღევანდელი რეალობა კიდევ ერთხელ შევაფასოთ. სამწუხაროდ, ექვსი წელიწადი აღმოჩნდა ძალიან ცოტა იმისთვის, რომ საქართველოში პოლიტიკური სიტუაცია პრინციპულად შეცვლილიყო, – ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა დღეს პარტიის ოფისში გამართულ ყრილობაზე.

“თუმცა, აბსოლუტური უმრავლესობა თქვენგან მონაწილეები ხართ და თუ არ მონაწილეობდით, კარგად გახსოვთ, რაც ხდებოდა 2012 წლამდე. 2012 წლის შემდგომ როგორ თანმიმდევრულად ვცვლით ჩვენ იმ სიმახინჯეებს და ქვეყანა ვითარდება და მიგვყავს სწორი მიმართულებით, მიუხედავად ამისა, როგორი საოცარიც არ უნდა იყოს, დღეს ის ძალები, რომლებიც თავის დროზე მართავდნენ ქვეყანას ჩვენდა სასირცხვილოდ, ეს ძალები ცდილობენ ისევ ვირტუალურ სამყაროში აცხოვრონ ჩვენი საზოგადოება.

რაც დააშავეს თვითონ, ცდილობენ, იმას გადააბრალონ „ქართულ ოცნებას“ და „ქართული ოცნებისგან“ მხარდაჭერილ საპრეზიდენტო კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს”, – განაცხადა ივანიშვილმა.

იტვირთბა....