ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ოქუაშვილი გაუგებარი ჩანაწერების გავრცელებით ცდილობს ჩრდილი მიაყენოს ხელისუფლებას”

პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა „ომეგა ჯგუფის” დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის ბრალდებებს, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის მისამართით, რომ მან ოქუაშვილს 4 მილიონი მოსთხოვა.

როგორც კობახიძემ განაცხადა, რომ ოქუაშვილი სპეკულირებით და გაუგებარი ჩანაწერების გავრცელებით ცდილობს ჩრდილი მიაყენოს ხელისუფლებას.

„ჩვენ დღეს პასუხი გავეცით ყველა შეკითხვას, მუდმივად ვხედავთ აბსურდულ ჩანაწერებს, ბატონი ოქუაშვილის მიერ გაკეთებულს. როგორც ჩანს, ის ყველაფერს იწერდა. როგორც თქვა, მას ჰქონდა შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან, თუმცა როგორც ჩანს, ჩანაწერი არ გაუკეთებია. ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია. ჩვენ ამ საქმეზე ყველაფერი ვთქვით. ზაზა ოქუაშვილი არის ადამიანი, რომელმაც „ქართული ოცნების” მხარდაჭერით დაიბრუნა ბიზნესი, ტელევიზია და ჩვენ არ ვგავართ სხვა ხელისუფლებებს. დღეს ადამიანი სპეკულირებით და გაუგებარი ჩანაწერების გავრცელებით ცდილობს ჩრდილი მიაყენოს ჩვენს ხელისუფლებას”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ბიზნესზე ზეწოლის არც ერთი ფაქტი არ არსებობს.

რაც შეეხება ფარცხალაძე-ყიფიანის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, კობახიძის თქმით, ეს ყველაფერი ოქუაშვილის მიერ დადგმული სპექტაკლია.

„ეს არის სპექტაკლი, რომელსაც ეს წლებია ვხედავთ, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის” და „რუსთავი 2″-ის ხელწერა. ეს ყველაფერი არის სიცრუე. სწორედ ამით მივიდნენ იმ მარცხამდე, რაც 2012 წელს იწვნიეს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, გავრცელებული ჩანაწერები მტკიცებულება არ არის.

როგორც კობახიძე აცხადება, ლევან ყიფიანს „ქართულ ოცნებასთან“ არანაირი კავშირი არ აქვს.

იტვირთბა....