ახალი ამბები მთავარი სამართალი

“მაინტერესებს როგორი ცხოვრებაა იმ ქვეყნად”: თვითმკვლელობამდე 17 წლის გოგონამ წერილი დატოვა

სამტრედიაში მეთერთმეტე კლასის მოსწავლე გოგონამ თავი მოიკლა. ახლობლები ამბობენ, რომ მან თვითმკვლელლობამდე წერილი დატოვა, სადაც ამბობს, რომ ინტერესის გამო მოიკლა თავი:

“არავის ვადანაშაულებ იმაში, რომ ნაბიჯს ვდგამ. უბრალოდ, მაინტერესებს როგორი ცხოვრებაა იმ ქვეყნად და ამიტომ ვიკლავ თავს”, _ წერია წერილში, ახლობლების ინფორმაციის თანახმად.

ახლობლების ინფორმაციით, გოგონა საცხოვრებელ სახლში ჩამომხრჩვალი იპოვეს. მათი ცნობით, მოზარდის მშობლები ემიგრანტგები არიან.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

იტვირთბა....