“რუსთავი-2” სანდო წყაროზე დაყრდნობით კიდევ ერთ სკანდალური ჩანაწერს ასაჯაროებს. ჩანაწერის მიხედვით “ომეგა ჯგუფის” დამფუძნებელი სპორტის ყოფილ მინისტრს ლევან ყიფიანს ესაუბრება. თავის დაზღვევის მიზნით საუბრის მონაწილეებიც ნაცვალსახელებით და, ზოგჯერ, კოდური სიტყვებით საუბრობენ. ამ ჩანაწერს წინ უძღოდა ლევან ყიფიანის რამდენიმე შეხვედრა და შემდეგ ყოფილი მთავრი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის მხრიდან მასზე განხორცილებული ფიზიკური და სიტყვიერი ძალადობა.
„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ოთარ ფარცხალაძე ლევან ყიფიანს ბიზნესზე გავლენის მოხდენას აიძულებდა, რათა მათგან ბიძინა ივანიშვილისთვის სასურველი თანხის გამოძალვა მომხდარიყო. ყოფილი მთავრი პროკურორი ამტკიცებდა, რომ ის ყიფიანთან ივანიშვილის დავალებით მივიდა. ამის გადამოწმება ყოფილმა მინისტრმა კვირიკაშვილთან სცადა.
რის გამოც, ივანიშვილი გაბრაზდა და ფარცხალაძეს ყიფიანის დასჯა მოსთხოვა. ოთარ ფარცხალაძემ თავის ჯგუფთან ერთად, ლევან ყიფიანი იძულებით კონსპირაციულ ბინაში მიიყვანა. სარდაფში ჩაიყვანა, გააშიშვლა და უმოწყალოდ სცემა, თან ემუქრებოდა.
„კურიერის“ ინფორმაციით, ამ ინციდენტის შედეგ ყოფილმა მინისტრმა თვითმკვლელობაც სცადა.