ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საპატრიარქო: მსოფლიო პატრიარქისა და რუსეთის ეკლესიის მეთაურის მიმართ შეურაცხმყოფელი გამონათქვამები მიუღებელია

სასულიერო პირთაგან ემოციების აგრესიული ფორმით გამოხატვა და იერარქთა განკითხვა, მით უმეტეს საჯარო სივრცეში, დაუშვებელია, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაშია აღნიშნული.

„პრესასა და მედიაში სასულიერო პირთაგან ადრეც და ახლაც გაჟღერდა მსოფლიო პატრიარქისა და რუსეთის ეკლესიის მეთაურის მიმართ შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი გამონათქვამები. ეს არის შეუფერებელი და ყოვლად მიუღებელი ქმედება.

დღეს მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიაში მიმდინარე რთული პროცესები შეიძლება იწვევდეს სხვადასხვა პოზიციის მქონე მოძღვრების (ან მორწმუნეთა) მკვეთრ ემოციებს, მაგრამ ემოციების აგრესიული ფორმით გამოხატვა და იერარქთა განკითხვა, მით უმეტეს საჯარო სივრცეში, დაუშვებელია და ამის ჩამდენთ პასუხი მოეთხოვებათ“, – აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.

იტვირთბა....