ახალი ამბები მთავარი სამართალი

„ბაღში გავიდა კაკალზე, უნდა დაეკრიფა”: რა ვითარებაში გაიტაცეს ქალი ოკუპანტებმა

36 წლის მაია ოთინაშვილი, რომელიც გორის რაიონის სოფელ ხურვალეთიდან რუსმა ოკუპანტებმა მოიტაცეს, ქმართან ერთად კაკლის საკრებად იყო წასული.

თვითლმხილველები ყვებიან, რომ ქალს საკუთარ ბაღში ჩაუსაფრდნენ, თავს დაესხნენ და სპეციალური საშუალებების გამოყენებით მავთულხლართებზე გადაათრიეს.

„ბაღში გავიდა კაკალზე, უნდა დაეკრიფა და ბიჭი მორბოდა იქიდან, რომ შენი რძალი დაიჭირეს და წაიყვანესო. ბაღში სარაიაა, იქ ყოფილან დამალულები, სახე დამალულები ჰქონდათ, ორნი იყვნენ, გაუყარეს “პადრუშკი”, გადაათრიეს სეტკაზე, ჩვენი ტერიტორიიდან, ჩვენი ბაღიდან, რომ მიჰყავდათ, ყვიროდა, მიშველეთო,“ – განაცხადა გატაცებულის ოჯახის წევრმა.

36 წლის ქალი  ოკუპანტებმა გუშინ გაიტაცეს.

იტვირთბა....