შინდისის გმირების მემორიალი დაარბიეს – მემორიალის 4 ქვა გატეხილია, ხოლო ყვავილები ამოძირკული.
გავრცელებული ინფორმაციით, იდენტიფიცირებულია პირი, რომელმაც შინდისის გმირების მემორიალი დააზიანა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.