გორში, სოფელ ხურვალეთთან ოკუპანტებმა ადგილობრივი მცხოვრები, 37 წლის მაია ოთინაშვილი გაიტაცეს.
თანასოფლელები ამბობენ, რომ ოთინაშვილი გამყოფი ხაზის სიახლოვეს იმყოფებოდა, რა დროსაც შეიარაღებული პირები გამოჩნდნენ, დააკავეს და ოკუპირებული ტერიტორიის მიმართულებით წაიყვანეს.